Belive

ვის ანდობდა პენალტის შესრულებას, რომელზეც მისი სიცოცხლე იქნებოდა დამოკიდებული? - ჰოლანდის პასუხი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, გარი ნევილთან საუბრისას, რამდენიმე საინტერესო შეკითხვას უპასუხა.

ნორვეგიელს ყოფილმა ფეხბურთელმა ჰკითხა თუ ვის ანდობდა პენალტის შესრულებას, რომელზეც მისი სიცოცხლე იქნებოდა დამოკიდებული:

,,საკუთარ თავს დავასახელებდი, რადგან ჩემი თავის მიმართ დიდი ნდობა მაქვს, მაგრამ, ასევე, ვიტყოდი მარიო ბალოტელის, რომელიც ამ საქმეში საუკეთესო იყო. გარდა ამისა, ის ძალიან კარგი ადამიანია.''


ნევილმა ჰოლანდს ჰკითხა თუ ვის წაიყვანდა უკაცრიელ კუნძულზე?

,,კევინ დე ბრუინეს... იქაც კარგ პასებს მომცემდა. და, ასევე, ჩემს მშობლებს, რათა ჩემზე ეზრუნათ და კარგი ნორვეგიული საჭმელი მოემზადებინათ.''


მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,ქალაქელთა” მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 20 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ნორვეგიელს გოლი ზედიზედ 10 მატჩში აქვს გატანილი.

სხვა სტატიები