Belive

ვის გადაიყვანდა ბარსელონაში? - ვილიას არჩევანი მესისა და მბაპეს შორის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბარსელონას'' ყოფილ თავდამსხმელს, დავიდ ვილიას, ჰკითხეს, მესისა და მბაპეს შორის რომელ ფეხბურთელს გადაიყვანდა კატალონიურ გუნდში:

,,მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მაგრამ, დღევანდელი დღისთვისა და მომავლისთვის მბაპეს ავირჩევდი, ის გაცილებით ახალგაზრდაა.

თუმცა, ,,ბარსელონასთვის'' მესის დაბრუნებაც დიდი სიხარული იქნებოდა. არ ვიცი, არ ვიცი... რთული სათქმელია,'' - ვილიას სიტყვებს As-ი ციტირებს.

მესი ,,პსჟ-ში” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. არგენტინელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები