ვის ყიდულობს მანჩესტერი? – ბრუნო ფერნანდეშის არასპორტული საქციელი (ვიდეო)

ლისაბონის “სპორტინგი” პორტუგალიის თასის ნახევარფინალში “ბრაგასთან” 1:2 დამარცხდა და ტურნირის გამოეთიშა.

“ლომებმა” შეხვედრა 8 ფეხბურთელით დაასრულეს, დაძაბულ შეხვედრაში დედაქალაქელების ფეხბურთელებმა სამი წითელი ბარათი მიიღეს.

თამაშის დასრულების შემდეგ, “სპორტინგის” ლიდერი ბრუნო ფერნანდეში ძალიან ცუდ განწყობაზე იყო, რაც მის რამდენიმე არასპორტულ საქციელშიც გამოიხატა. ჯერ იყო და ფერნანდეშმა დაცვის სამსახურის წარმომადგენელთან იკამათა, შემდეგ მასთან მისული ქომაგი უყურადღებოდ დატოვა, ბოლოს კი ოპერატორს კამერა დააგდებინა.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ უახლოეს დღეებში პორტუგალიელი ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდება – მისი ტრანფსერი “წითელ ეშმაკებს” 55 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

Bruno Fernandes straight down the tunnel at FT.

Didn’t look too happy. 🇵🇹🔜🇾🇪pic.twitter.com/TK7hJH7XcX

— UTFR 🇾🇪 (@ManUtd_HQ) January 21, 2020

(22)

ვის ყიდულობს მანჩესტერი? – ბრუნო ფერნანდეშის არასპორტული საქციელი (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-