Belive

ვისთან სურთ ბარსელონას ფეხბურთელებს მეოთხედფინალში თამაში?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება და ცნობილი გახდა, თუ ვისთან სურთ "ბარსელონას" ფეხბურთელებს დაპირისპირება. ესპანელებისთვის შემდგომ ეტაპზე სასურველი მეტოქე "პორტო" ან "მანჩესტერ იუნაიტედი" აღმოჩნდა. ეს ორივე გუნდი მეოთხედფინალში დრამატული მატჩების შემდგომ გავიდა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე "პსჟ"-სთან 0:2 წააგო, ხოლო სტუმრად პარიზში 1:3 მოიგო. რაც შეეხება "პორტოს", პორტუგალიელებმა "რომასთან" რომში დათმეს მატჩი 2:1, ხოლო "დრაგაოზე" 3:1 გაიმარჯვეს. თავად "ბარსელონამ" ასპარეზობიდან "ლიონი" გამოთიშა. პირველი შეხვედრა საფრანგეთში ფრედ, 0:0 დასრულდა, ხოლო "ნოუ კამზე" ერნესტო ვალვერდეს მომზადებულმა გუნდმა მეტოქე 5:1 გაანადგურა.

სხვა სტატიები