Belive

ვისურვებდი, რომ ბერნაბეუზე ფანების წინაშე გემშვიდობებოდეთ | სერხიო რამოსის ემოციური მიმართვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, სერხიო რამოსმა სამეფო კლუბი დატოვა. გავრცელებული ინფორმაცია "რეალმა" სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტით დაადასტურა. ბლანკოსის წარმომადგენლები რამოსს 1-წლიან კონტრაქტს + ხელფასის 10%-ით შემცირებას სთავაზობდნენ, თავად ფეხბურთელი კი ორწლიან კონტრაქტს ითხოვდა. მხარეებმა კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ლეგენდამ "რეალი" დატოვა.

"ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეა. ვისურვებდი, რომ ჩემი ფანების წინაშე, ბერნაბეუზე გემშვიდობებოდეთ. თუმცა, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, კლუბის თანამშრომლებს. პატარა ბავშვი ვიყავი როცა აქ მოვედი, 19 წლის. რთულია არ აღელდე. მადლობა მადრიდის რეალს, რომელსაც მუდამ გულით ვატარებ. თუმცა, არ გეუბნებით მშვიდობით-ს, ადრე თუ გვიან აუცილებლად დავბრუნდები. ამიტომ, მოგვიანებით შევხვდებით“, - სერხიო რამოსმა რეალის გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა.

სხვა სტატიები