Belive

ვიტესი გურამ კაშიას ოფიციალურად ემშვიდობება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გურამ კაშია არნემის „ვიტესს“ ოფიციალურად პირველ დეკემბერს დაემშვიდობება. კლუბის გადაწყვეტილებით არნემში სპეციალური ღონისძება გაიმართება, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი დაესწრება. გურამ კაშია ჰოლანდიურ კლუბში 2010 წლიდან თამაშობდა და არნემული კლუბის არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული, ჰოლანდიის თასი, სწორედ მისი კაპიტნობით მოიგო.
კაშიამ "ვიტესის" მაისურით 293 თამაში ჩაატარა და 25 ბურთი გაიტანა. ამასთან 18 საგოლე გადაცემაც მიითვალა. 2018 წლის ივნისიდან კაშიამ საფეხბურთო კარიერა MLS-ში, კერძოდ სან ხოსე „ერსქვეიქსში“ გააგრძელა.

სხვა სტატიები