ვიტესი საქართველოს ნაკრებს ფინალში წარმატებას უსურვებს

დღეს საქართველოს ნაკრები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

გადამწყვეტ მატჩამდე ჩვენს გუნდს მხარდაჭერა “ვიტესმა” გამოუცხადა. შეგახსენებთ, რომ არნემელთა კაპიტანი იყო გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი კი ნიდერლანდელთა რიგებში 2011-2017 წლებში თამაშობდა.

“დღეს, საღამოს, საქართველოს ნაკრები ევროპის 2021 წლის შესარჩევი ეტაპის ფინალს ითამაშებს. წარმატებები ბიჭებო!” – წერს “ვიტესის” ოფიციალური გვერდი.

🇬🇪 Georgië speelt vanavond de finale van de play-offs voor het EK 2021

Heel veel succes mannen!

Posted by Vitesse on ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2020

 

(125)

ვიტესი საქართველოს ნაკრებს ფინალში წარმატებას უსურვებს

სტატიის ავტორი
-