Belive

ვიტცელი: "ჯეიდონ სანჩო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბელგიის ნაკრებისა და "დორტმუნდის ბორუსიას" 30 წლის ნახევარმცველმა, აქსელ ვიტცელმა მის 19 წლის ინგლისელ თანაგუნდელზე - ჯეიდონ სანჩოზე ისაუბრა. როგორც ვიტცელმა აღნიშნა, ჯეიდონ სანჩოს შეუძლია გახდეს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი და ფეხბურთის ლეგენდა, თუ იგი ასეთ წინსვლას და პროგრესს განაგრძობს. ჯეიდონ სანჩოს კარიერა 2007 წელს "უოტფორდის" აკადემიაში დაიწყო, სადაც მან 2015 წლამდე ითამაშა. 2015 წლიდან 2017 წლამდე იგი "მანჩესტერ სიტის" აკადემიაში ირიცხებოდა, ხოლო 2017 წლიდან დღემდე ინგლისელი ვუნდერკინდი "დორტმუნდის ბორუსიას" ღირსებას იცავს. ვიტცელის თქმით, ჯეიდონ სანჩოს ძალიან გაუჭირდა სამშობლოს დატოვება და 19 წლის ასაკში სათამაშოდ სხვა ქვეყანაში წასვლა, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"როგორც წესი პრემიერ ლიგიდან ბუნდესლიგაში წამოსული ფეხბურთელები ვერ ვითარდებიან, თუმცა როგორც ჩანს სანჩომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მან ზუსტად იმ დროს იპოვა ბუნდესლიგაში ადგილი, როდესაც  ყველაზე მეტად სჭირდებოდა."
შეგახსენებთ, რომ ჯეიდონ სანჩო გერმანულ კლუბში 2017 წლიდან ირიცხება და მას დღემდე 38 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 9 გოლის გატანა და 20 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 19 წლის ინგლისელი საოცარ სეზონს ატარებს და მას ბუნდელიგაში 16 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი 6-ჯერ გახდა.

სხვა სტატიები