Belive

ვლადიმერ ვაისი: "მაქსიმუმი გავაკეთეთ"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველო შვეიცარიის მატჩის დასრულების შემდეგ მატჩის პერიპეტიებზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ისაუბრა: "პირველ ტაიმში მაქსიმუმი გავაკეთეთ და ვაკოს კარგი შანსიც ქონდა, შესაძლო იყო რომ სხვანაირი თამაში წასულიყო მაგრამ არ გამოვიდა. ბიჭებზე ცუდის თქმა არ შემიძლია, მაქსიმუმი გააკეთეს. შვეიცარია უკეთესი გუნდია და ფიზიკური დაწოლაც დიდი იყო, ეს ყველაზე რთული მეტოქე იყო ჩემი აქ მოღვაწეობის დროს. გადავწყვიტე ხოჭოლავასთვის მიმეცა შანსი, კვერკველიამ თვითონ იცის რატომაც არ ითამაშა. შედეგი კანონზომიერია. შვეიცარიელებთან გახსნილი ფეხბურთის თამაში არ შეიძლება თუ  შეხედეთ რა კლუბებში თამაშობენ ისინი, ისინი ჯგუფის ფავორიტები არიან. სადაც გასარისკი იყო გავრისკეთ. ანანიძემ ჩემი მწვრთნელობის პერიოდში საუკეთესო პირველი ტაიმი ითამაშა. რაც შეეხება ტაბიძეს მისი შეცვლა იძულებითი იყო სხვა გზა არ მქონდა. ქვილითაია ნახევარი წელი ტრავმირებული იყო, ასევე ანანიძეც. კაკაბაძემ ბოლო სამ თვეში პირველი მატჩი ითამაშა, ოქრიაშვილი 15 წუთის სათამაშოდაც არაა მზად სამი თვეა იგი უკლუბოდაა. ამ პირობებში შედეგზე ფიქრი რთულია. ვეცდებით ირლანდიაში უკეთესი შედეგი დავაფიქსიროთ თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რომ ძალიან რთულ ჯგუფში ვართ. ირლანდიასთან იძულებითი ცვლილება იქნება, ტაბიძე ჩვენთან ერთად ვერ წამოვა, სავარაუდოდ ცვლილება იქნება ტაქტიკური კუთხითაც."

სხვა სტატიები