Belive

ვლადიმირ ვაისი: "120%-ით დავიხარჯეთ, მაგრამ შეტევაში ხარისხი დაგვაკლდა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" ფრე - 0:0 ითამაშა. მატჩის შემდეგ, "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ქართველი და ირლანდიელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "გულშემატკივარმა საკმაოდ კარგი თამაში იხილა, იმის მიუხედავად რომ გოლები არ ყოფილია. ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, რომ ეს შეხვედრა მოგვეგო, მაგრამ ირლანდიასთან ამის გაკეთება ძალიან რთულია.  შეინ ლონგმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, როგორც გუშინ აღვნიშნე, ის გუნდის ლიდერია და ძალიან კარგი ფეხბურთელი.  100-120%-ით დავიხარჯეთ. ამ მატჩის მოგება ძალიან გვინდოდა, მაგრამ ირლანდიამ თავი შესანიშნავად დაიცვა.  დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, ირლანდიის ნაკრებიც კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან შეიძლებოდა ამ მატჩში დამარცხებულიყო. ვფიქრობ, მოსაგებად იღბალი და შეტევაში უფრო უკეთესი ხარისხი დაგვაკლდა. მეტოქის საჯარიმოში უკეთესად უნდა გვეთამაშა. არ ვამბობ, რომ ვაკომ, ოქრიაშვილმა, ქვილითაიამ ან რომელიმე ფეხბურთელმა ძალები დაზოგა ან ცუდად ითამაშა, თუმცა შეტევის დაგვირგვინებისას მაინც მოვიკოჭლებთ. ოთარ კიტეიშვილი დღეს მოედანზე მყოფ ფეხბურთელთა შორის საუკეთესო იყო. მას ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და გიბრალტარში ჩვენთან ერთად იქნება. ვაკო გვილია დღევანდელი თამაშისთვის მზად არ იყო, მას კუნთის პრობლემა აქვს, გუშინ ვარჯიში სრულად ვერ ჩაამთავრა, დღეს მან სწორედ ამის გამო არ ითამაშა",-თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები