Belive

ვლადიმირ ვაისი: "ხუთწლიანი შრომა უნდა დავაგვირგვინოთ, ხვალ საქართველომ უნდა იზეიმოს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ქართული ფეხბურთის ისტორიაში გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "ხვალინდელი მატჩი ჩვენთვის, ამ თაობისთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის, უმნიშვნელოვანესია. ჩვენი 5-წლიანი შრომის წარმატებულად დაგვირგვინების იმედი გვაქვს.  წინა პრესკონფერენციაზე ვუპასუხე კითხვას თუ რომელი გუნდი იქნებოდა სასურველი მოწინააღმდეგე ფინალში და ვთქვი, რომ ჩვენი მეტოქე არა რომელიმე ნაკრები, არამედ კორონავირუსი იყო. ასეც ხდება, ხვალ კვარაცხელიას და შენგელიას გარეშე უნდა ვითამაშოთ. ჩვენ გვყავს სხვა კარგი ფეხბურთელებიც, რომლებსაც აქვთ ხარისხი, ამბიცია და სურვილი, რომ ქართველი ხალხის წარმატებისთვის ითამაშონ. ორივე გუნდს აქვს პრობლემები - ტრავმებით და კორონავირუსით გამოწვეული დანაკლისი.  ეს იქნება არა ტაქტიკური, ტექნიკური ან ინდივიდუალური დაპირისპირება, ეს იქნება კომბინირებული ბრძოლა, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ფსიქოლოგიას მიენიჭება.  როგორც ეს ჩვენ წინა მატჩებში ვნახეთ, ჩრდილო მაკედონიის ნაკრებმა განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა და ჩვენ ორივე სქემისთვის მზად ვართ. ვიცით მეტოქეს რაც უდნა დავუპირისპიროთ და იმედი მაქვს, რომ ხვალ საქართველო იზეიმებს", - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება.ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები