Belive

ვლადიმირ ვაისი: "ჩვენთვის ბოლო 4 დღეში 2 მნიშვნელოვანი მარცხი არის ტრაგედია..."

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სომხეთის ნაკრებთან მტკივნეული და დაკავებულ თანამდებობაზე ბოლოსწინა მატჩის წაგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"მაკედონიასთან თამაშამდე მე განვაცხადე, რომ მე ვტოვებდი მწვრთნელობის პოსტს. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, წინა ხაზი ძალიან პრობლმემატურია, დღეს ბევრი შანსი გვქონად, თუმცა ვერ შევძელით, რომ ეს ყველაფერი გოლად გვექცია. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ დონეზე ასეთი შეცდომების დაშვება სრულიად მიუღებელია და სწორედ ამიტომ დავისაჯეთ. 4 დღის წინ თქვენ, გულშემატკივრები სხვანაირად უყურებით ქართული ფეხბურთს, რა მოლოდინიც გვქონდა ჩვენ, თქვენ არ გამართლდა, დღეს კი ყველა გვაკრიტიკებს, თუმცა ეს არ მიკვირს, რადგან ობიექტურია. ეს არის ჩვენი ტრაგედია, რაც ამ 3 დღის განმავლობაში მოხდა, მარცხი მაკედონიასთან და ახლა სომხეთთან.  წინა თამაშის შემდეგ ფეხბუთელებს ვუთხარი, რომ იმისთვის რომ აღზევდეთ და მომავალ წელს უკეთეს ნაკრებებთან ეთამაშათ დღეს ეს მატჩი უნდა მოეგოთ, თუმცა საბოლოო ჯამში ესტონეთთან გამარჯვების შემთხვევაშიც ჩვენ ვეღარ აღვზევდებით B ლიგაში, სამწუხაროა. შეგვეძლო მოგვეგო დღეს, თუმცა ვერ ვიყენებთ მომენტებს, შეტევის ხაზში ბევრი პრობლემაა, საბოლოო პასის გაკეთება გვიჭირს.  როდესაც ამ თამაშისთვის ვემზადებოდით, ყველას ვუთხარი და გავაფრთხილე, რომ ყველას მაქსიმუმი უნდა ჩაედო მატჩში, რეალურად ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ეს თამაში განსაზღვრავდა ესტონეთთან მატჩის მნიშვნელობას. ყველა გავაფრთხილე, რომ ამ მატჩის შემდეგ ყველას ვეტყოდი იმას, რასაც იმსახურებდნენ. ზოგი ნაკლებად მონდომებულია, ზოგი მეტად მონდომებულია, მგონია, რომ მომავალში დღევანდელი ნაკრებიდან რამდენიმე ამ ნაკრებში აღარ ითამაშებს".- თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა. ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს, "დინამო არენაზე", ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები