Belive

ვლადიმირ ვაისი: "ბედნიერი ვერ ვიქნები, პენალტზე კი კომენტარს არ გავაკეთებ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ, "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა. "ბედნიერი ვერ ვიქნები, რადგან მაკედონიამ გოლი კაცნაკლულმა გაგვიტანა. გოლი ისეთი პენალტიდან გავუშვით, რომელზეც კომენტარის გაკეთება არ მინდა. ჩვენ გვქონდა შანსი, რომ მეორე და მესამე გოლი გაგვეტანა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.ნაწყენები ვართ, რადგან ჯგუფში პირველ ადგილზე გადასვლა ისევ ვერ მოვახერხეთ. პირველ ნახევარში 3-5-2 სქემით თამაში დავიწყეთ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე დაშავდა და ჩვენ იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. პირველ ნახევარში მეტოქემ გვაჯობა. ნებისმიერ შემთხვევაში, დღევანდელი მატჩის შემდეგ ბევრი რამ ვისწავლეთ. დღეს მე ვერაფერს გეტყვით მატჩზე, რომელიც შემდეგ თვეში გაიმართება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან ემოციური დღე იქნება. ერთი თვის შემდეგ განსხვავებული რეალობა იქნება, ორივე გუნდს წამყვანი ფეხბურთელები აკლია და ისინი დაბრუნდებიან. შანსები 50/50-ზე იქნება. იმედი მაქვს თბილისში მაყურებლის თანდასწრებით ვითამაშებთ, რაც უპირატესობას მოგვცემს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან რთული მატჩი გველოდება. მადლობა მინდა გადავუხადო მაკედონიას სტუმართმოყვარეობისთვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გორან პანდევი არის უმაღლესი კლასის მოთამაშე. ის, თუ როგორ ითამაშა დღეს და როგორ აკონტროლებდა ბურთს, მართლაც შესანიშნავია, განსაკუთრებით მისი ასაკის ფეხბურთელისთვის. ჩვენ შევეცდებით გავახაროთ ქართველი ერი, მაგრამ ასევე პატივს ვცემთ მაკედონიას, რომელიც ძლიერი მოწინააღმდეგეა", - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა. საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებები ერთმანეთს 12 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები