Belive

ვლადიმირ ვაისი: "ეს მატჩი პირველი ადგილისთვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენ ყველა სქემისთვის მზად ვართ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის C დივზიონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. "ეს მატჩი ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად უმნიშვნელოვანესია. ის გუნდი, რომელიც ამ შეხვედრას მოიგებს, უდიდესი ალბათობით, ჯგუფის გამარჯვებულიც ის გახდება. არ ვიცი, ხვალ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომელ სისტემას შეარჩევს, სამ თუ ოთხ მცველს, მაგრამ ჩვენ ორივე შემთხვევისთვის მზად ვართ. მსოფლიო ნამდვილად საშიში ადგილი გახდა და არავინ იცის რა მოხდება შემდეგი ერთი თვის განმავლობაში. ამ მომენტში ფეხბურთის ყველაზე დიდი მტერი კორონავირუსია. სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ COVID19-ით კრიშტიანუ რონალდუც დაინფიცირდა. ასე რომ, ჩვენ არ ვიცით, როდის რა რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. ამ მიზეზით მაკედონიას რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება, თუმცა ამ მხრივ პრობლემები ჩვენც გვექნება, გუნდის კაპიტნის ჯაბა კანკავას, ლიდერების, ოქრიაშვილის, ჩაკვეტაძის, კაშიას და კაკაბაძეს გარეშე ვითამაშებთ", - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შეხვედრა 14 ოქტომბერს, სკოპიეში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები