Belive

ვლადიმირ ვაისი: "კვარაცხელია დორტმუნდში სათამაშოდ 100%-ით მზადაა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსულ გამოცემა Championat.com-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას დორტმუნდის "ბორუსიაში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. "კარგი ფეხბურთელები მზად არიან ყველაფრისთვის, ხვიჩა კი ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუ "ბორუსიაში" ტრანსფერი განხორციელდება, ეს მშვენიერი იქნება. მისთვის ეს ძალიან კარგი ამბავი იქნება. ვფიქრობ, ის "დორტმუნდში" სათამაშოდ 100%-ით მზადაა.  ასეთი ფეხბურთელები საქართველოში უკვე ბევრი იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ გააგრძელებს იგი თავის კარიერას. როგორ იმოქმედებენ მასზე აგენტები და მწვრთნელები. ხვიჩა ძალიან სასიამოვნო ბიჭია, ძალიან ყურადღებიანი ვარჯიშების დროს.  ახლა ის საუკეთესო რუსი მწვრთნელის და ჩემი კარგი მეგობრის, ლეონიდ სლუცკის ხელმძღვანელობით თამაშობს. კვარაცხელია კარგ ხელში და კარგ კლუბშია. ის წარმოუდგენელი ნიჭის პატრონია. დიახ, მას უყვარს ბურთის შენარჩუნება, მაგრამ მან უნდა განაგრძოს ტაქტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლა. ღმერთმა მას უბადლო ნიჭი მისცა, ისეთი რომ შეუძლია მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტოს", - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა. საქართველოს ნაკრები შემდეგ და ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას 12 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალის ეგიდით, "დინამო არენაზე", ჩრდ. მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ასევე იხილეთ: კონსულტანცია მიმდინარეობს – კვარაცხელია დორტმუნდს სურს

სხვა სტატიები