Belive

ვლადიმირ ვაისი: "კვარაცხელია უნიჭიერესი ფეხბურთელია, იმედია ის საქართველოს ისტორიაში შევა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტალინში, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ შეხვედრაში, ესტონეთის ნაკრების დამარცხების (1:0) შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეხვედრა შეაფასა. "სამი ქულის მოპოვებით ბედნიერები ვართ. იმის გათვალისწინებით, რომ კლუბში ყველას არ აქვს სათამაშო დრო, ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ფიზიკურად ძლიერი და სპორტული აღნაგობის გუნდს დავუპირისპირდით, მაგრამ ამჯერად უკეთესი ჩვენ ვიყავით. კიდევ ერთი გოლის გასატანად სამი ან ოთხი კარგი შანსი შევქმენით. ახალი ციკლის პირველი თამაში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, შინ ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ თამაშს იგივე გზით გავაგრძელებთ.  კვარაცხელია ძალიან დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია. ისტორიულად, საქართველოს ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავდა. მომავალში ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული. მან მაღალი ხარისხი აჩვენა. რუსეთის ლიგაში, ის თითქმის ყველა მატჩში საუკეთესო მოთამაშეა. იმედია, როგორც დიდი ფეხბურთელი, ის საქართველოს ისტორიაში შევა", - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა. ასევე იხილეთ: ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია 

სხვა სტატიები