Belive

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებულად დაიწყო. "ჯვაროსნებმა" პირველ ტურში, ტალინში, ესტონეთს - 1:0 აჯობეს და 3 ქულა მოიპოვეს. ამ მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდა. სლოვაკი სპეციალისტისთვის ეს საქართველოს ეროვნული გუნდის მესაჭის პოსტზე 41-ე შეხვედრა გამოდგა, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე, ყველაზე მეტ მატჩში საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაიამ უხელმძღვანელა - "ანორთოსისის" თავკაცმა საქართველოში 5 წელიწადი იმუშავა და ამ დროის განმავლობაში 40 შეხვედრა დააგროვა. ვაისმა ჩატარებული 41 მატჩიდან 15 მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 14-ში დამარცხდა, რაც საუკეთესო შედეგია.

სხვა სტატიები