Belive

ვლადიმირ ვაისი საქმეს უბრუნდება - სლოვაკი მწვრთნელი ყოფილ კლუბს ჩაიბარებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი დიდი ალბათობით, მალე აქტიურ სამუშაოს დაუბრუნდება. სლოვაკური მედიიის ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტის დასაქმებით მისი ყოფილი კლუბი, ბრატისლავის "სლოვანი" ინტერესდება. წყაროს ცნობით, სლოვაკური კლუბის მოქმედი მთავარი მწვრთნელი დარკო მილანიჩი, რომელმაც "სლოვანი" სექტემბერში ჩაიბარა, გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ბრატისლაველებს ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ლიდერის პოზიცია უკავიათ და უახლოეს მდევარ "დუნაისკა სტრედას" 7 ქულით უსწრებენ. გუნდი ასევე ქვეყნის თასის ფინალშიცაა გასული. ამის შესახებ "სლოვანის" ოფიციალური გვერდი ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს, თუმცა თუ სლოვაკურ პრესას ვენდობით, ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილია. "თითქმის ათი წლის შემდეგ, ისტორიულად ყველაზე წარმატებული სლოვაკი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი "სლოვანში" ბრუნდება. შესაძლოა შემდეგ შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონს უკვე მან უხელმძღვანელოს", - წერს sportnet.sme.sk - ი. ისტორიულად, "სლოვანი" სლოვაკეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, ქვეყნის 10-გზის ჩემპიონსა და 16-გზის თასის მფლობელს ვაისი 2011 წლის აგვისტოდან 2012 წლის აგვისტომდე თავკაცობდა, თუმცა ტიტულის მოპოვება ვერ მოახერხა. ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებს 2016 წლის მარტიდან 2020 წლის ნოემბრამდე უხელმძღვანელა და ამ პერიოდში, "ჯვაროსნებმა" 47 მატჩი გამართეს, 16 მოიგეს, ამდენივეში დამარცხდნენ და 5 ფრედ დაასრულეს. სლოვაკი სპეციალისტის თაოსნობით ეროვნულმა გუნდმა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალამდე გააღწია, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან (0:1) დამარცხდა.

სხვა სტატიები