ვლადიმირ ვაისი: “შედეგის წინასწარმეტყველება ძალიან რთულია” 

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის დაწყებამდე, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ტალინში პრესკონფერენცია გამართა და ესტონელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. სლოვაკი სპეციალისტის სიტყვებს soccernet.ee-ი ავრცელებს.

ადვილი დრო ნამდვილად არ გვიდგას. ძალიან რთულია მატჩის შედეგის წინასწარ პროგნოზირება, რადგან ჩვენ საკადრო პრობლემები გვაქვს, ესტონელებსაც ერთი თავდამსხმელი აკლიათ. ამ შემთხვევაში ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვიყენებთ. ტურნირის პირველი მატჩი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შევეცდებით ჩვენი საუკეთესო ხარისხი გამოვავლინოთ, მაგრამ ყველა ვიცით, რომ ეს მარტივი არ იქნება, რადგან 5 წლის წინ ჩვენ ამ სტადიონზე ვითამაშეთ და – 0:3 წავაგეთ. არც ის უდნა დავივიწყოთ, რომ 2 წლის წინ ჩვენ საქართველოში – 2:0 მოვიგეთ. ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, რასაც მაყურებლის სტადიონზე არ ყოფნა კიდევ უფრო ამძაფრებს”, – თქვა ვაისმა.

საქართველოსა და ესტონეთის შეხვედრა 5 სექტემბერს, ტალინში, 20:00 საათზე დაიწყება.

(53)

ვლადიმირ ვაისი: “შედეგის წინასწარმეტყველება ძალიან რთულია” 

სტატიის ავტორი
-