Belive

ვლადიმირ ვაისი: "შემადგენლობაში არაერთ ცვლილებას ვგეგმავთ, სომხეთთან განსხვავებული თამაში იქნება" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები სომხეთის ეროვნულ გუნდს 11 ოქტომბერს, ნეიტრალურ არენაზე, პოლონეთში დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირი ვაისმა პოლონეთში მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ მისი გუნდის მომზადებასა და და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. მის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს. "ერთა ლიგის ხვალინდელ შეხვედრაში არაერთი ცვლილება იქნება. ტრავმის გამო კაკაბაძე გამოგვაკლდა, ასევე გურამ კაშია. ისინი უახლოეს დღეებში კლუბებში დაბრუნდებიან და მომდევნო მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშისთვის მოემზადებიან. წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებებს ვგეგმავთ, შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში არ უთამაშიათ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან. ბელარუსთან გამარჯვების შემდეგ, სადაც პლეი-ოფის ფინალის საგზური მოვიპოვეთ, უკვე ხვალინდელი თამაშისთვის ვემზადებით. სომხეთს მხითარიანის სახით დიდი ვარსკვლავი ჰყავს. ვფიქრობ, ხვალ განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენს მოწინააღმდეგეს ასევე საკმაოდ გამოცდილი ესპანელი მწვრთნელი ჰყავს", - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა. საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები