Belive

ვლადიმირ ვაისი: "შემთხვევითი არაა რომ არაბიძე ჩვენს გვერდით არ არის"

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
13 ოქტომბერს, ერთა ლიგის D დივიზიონის პირველი ჯგუფის მესამე ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ანდორას დაუპირისპირდება.  საქართველოს ეროვნული ნაკრების სლოვაკმა თავკაცმა, ვლადიმირ ვაისმა, მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.  -  როგორ მიდის მზადების პროცესი და არის თუ არა მზად ეროვნული ნაკრები ხვალინდელი თამაშისათვის?  "ყველაფერი ჩვენს ხელშია, კარგად ვართ მომზადებული.   6 ქულა ძალიან კარგია, თუმცა მოდუნების უფლება არ გვაქვს. ხვალ, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის - ანდორას ნაკრების წინააღმდეგ, რადგან ანდორელებს ზედიზედ 5 შეხვედრა არ წაუგიათ. რთული მატჩი გველის და ბიჭები ყველაფერს დადებენ, რომ გაიმარჯვონ." - როგორ შეაფასებდით გიორგი არაბიძეს და რა არის მისი მთავარი პრობლემა? "გიორგი არაბიძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ჩვენ ძალიან გვინდა დავეხმაროთ მას. მისი მომავალი თავად მასზეა დამოკიდებული. გიორგიმ ვარჯიშებზე და თამაშებზე მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რადგან შეცვალოს ეროვნულ ნაკრებში თამაში. სამწუხაროდ არ არის შემთხვევითი, რომ იგი დღეს ჩვენს გვერდით არ არის." -  ითამაშებს თუ არა ცუდ ფორმაში მყოფი ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგელობაში?  "ზუსტად ვერ გეტყვით, შეიძლება ნიკამ ძირითადიდან დაიწყოს. სამწუხაროდ მას არ ეძლევა კლუბში სათამაშო დრო, არ გამოვრიცხავ იმ ფაქტსაც, რომ ნიკა კაჭარავა ვაკო ყაზაიშვილმა შეცვალოს ან საერთოდ ნომინალური ცენტრფორვარდის გარეშე ვითამაშოთ. ანდორას ნაკრების საუკეთესო მოთამაშე თავად მათი მწვრთნელია, ფაქტია,რომ ისინი სასეირნოდ არ ჩამოსულან." - გიორგი ლორია უგუნდოდ არის დარჩენილი, ხოლო როინ კვასხვაძე 8 მატჩია კარს მშრალად ინახავს. მიეცემა თუ არა როინს შანსი, რომ ითამაშოს ძირითად შემადგელობაში? "ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს გიორგი ლორია უგუნდოდ არის. სათამაშო პრაქტიკა კი აკლია, მაგრამ ჩემთვის და გუნდისთვის გიორგი ლორია ეროვნული ნაკრების პირველი მეკარეა." - არის თუ არა ჯანო ანანიძე მზად, რომ ითამაშოს 90 წუთის განმავლობაში? " ჯანო ბოლომდე მზად არ არის, მას სათამაშო პრაქტიკა აკლია, რადგან 1 კვირის წინ მოირჩინა უმძიმესი ტრავმა. მან უკვე ითამაშა რუსეთის თასზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჯანო ფიზიკურად მზად არის, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ძირითადიდან თამაშს ვერ შეძლებს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იგი ნაკრებს 20-30 წუთის განმავლობაში დაეხმაროს. ჯანოს ერთი გადაცემით შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა." შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 13 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.    

სხვა სტატიები