Belive

ვლადიმირ ვაისი: "თამაშით კმაყოფილი ვარ, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, სომხეთთან ნათამაშები ფრეს - 2:2 შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეხვედრა შეაფასა და მაკედონიასთან გასამართი მატჩის შესახებაც ისაუბრა. "წინა მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ცხრა ცვლილება გვქონდა. გოლი მატჩის დებიუტში გავუშვით, მაშინ, როდესაც ერთი ფეხბურთელი მოედნის მიღმა იყო. ამის შემდეგ შევქმენით კარგი მომენტები და პირველივე ტაიმში უნდა გაგვეტანა. გაშვებული გოლის შემდეგ დაწინაურება მოვახერხეთ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წუთებში დღეს ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ. ჩვენ მოწინააღმდეგეზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ. უნდა ვისწავლოთ ამ შეცდომებზე, კმაყოფილი ვარ თამაშით, რადგან დღევანდელ შეხვედრაში ბევრი მომენტი გვქონდა და მოგება შეგვეძლო. ამ თამაშის შემდეგ ჩვენ ჩრდილოეთ მაკედონიაში მივემგზავრებით, სადაც გიორგი აბურჯანია არ გვეყოლება, ის კლუბში ბრუნდება. ჯაბა კანკავა კი სკოპიეში ყვითელი ბარათების გამო ვერ დაგვეხმარება. ამიტომ ცვლილებები მომდევნო შეხვედრაშიც იქნება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, მომდევნო თვეში კი ამ გუნდს უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში შევხვდებით", - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები