Belive

ვლადიმირ ვაისი: "თორნიკე ოქრიაშვილი ვერც ლატვიასთან ვერ ითამაშებს"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ნაკრებზე და მათ მომავალ მატჩებზე ისაუბრა. - რას იტყვით თორნიკე ოქრიაშვილის მიკრო ტრავმაზე და როგორ მოგეწონათ ჯანო ანანიძის შემოსვლა? "თორნიკე ოქრიაშვილმა გუშინდელ ვარჯიშზე მიკრო ტრავმა მიიღო, სამწუხაროდ იგი ვერც ლატვიასთან დაგვეხმარება. რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, ძალიან მომეწონა მისი შემოსვლა, ძალიან პროდუქტიული იყო და ვიმედოვნებ, რომ იგი ლატვიასთან გასამართ მატჩში სრულ მზადყოფნაში იქნება. ასევე მინდა ავღნიშნო ვაკო ყაზაიშვილი, რომელსაც მატჩამდე ვუთხარი, რომ დღეს 2 გოლი უნდა გაეტანა, რადგან ეს საქართველოს ჭირდებოდა. მან წარმატებით შეასრულა ჩემი დავალება და ძალიან მოხარული ვარ. ჯაბა კანკავა კი ძალიან მებრძოლია და ეს დღეს მოედანზეც დაამტკიცა. ჯაბა საქართველოს ნაკრების მთავარი ძალაა." - როგორი კმაყოფილი ხართ კაჭარავას თამაშით და იქნება თუ არა შემდეგ მატჩში იგი ძირითად შემადგენლობაში?  "რაც შეეხება ნიკას, დღევანდელ შეხვედრაში მისგან მეტს ველოდი. ის ცდილობდა კონკრეტულ მომენტებში მეტი გაეკეთებინა, მაგრამ მე არ ვარ ამით კმაყოფილი. მომავალი მატჩისთვის ვგეგმავ სხვა თავდამსხმელის გამოძახებას." -   თუ საიდუმლო არ არის, რომელი თადამსხმელი დაემატება ეროვნულ ნაკრებს?  "ამ ეტაპისთვის კონკრეტულად არ არის გადაწყვეტილი, თუ რომელი ფეხბურთელი გაემგზავრება ეროვნულ ნაკრებთან ერთად ლატვიაში, განიხილება ბუდუ ზივზივაძე და  ლადო დვალიშვილი. რომელიც უფრო კარგ ფორმაში იქნება ის გაემგზავრება ეროვნულ ნარკებთან ერთად ლატვიაში."    

სხვა სტატიები