Belive

ვლადიმირ ვაისი: "შესაძლოა შევცდი, მაგრამ ფეხბურთი შეცდომის გარეშე ფეხბურთი არ არის"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
2020 წლის პირველ საშინაო შეხვედრაში, უეფას ერთა ლიგის მეორე ტურში, ჩრდ. მაკედონიასთან ნათამაშები ფრეს - 1:1 შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "ჩაკვეტაძე ზედიზედ ორი შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში დასაწყებად მზად არ იყო და სწორედ ამიტომ დავტოვე ის სათადარიგოთა სკამზე.  ჩვენ უკეთესად თამაშიც ვიცით და გამოგვდის, მაგრამ მაკედონია ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა. ჩვენს წინააღმდეგ ძალიან გამოცდილმა გორან პანდევმა ითამაშა, ასევე ენეს ბარდი, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 20 მილიონი ევროა.  ყველა ფეხბურთელი 100%-ით ფიზიკურად კარგ ფორმაში არ არის. გიორგი ჩაკვეტაძემ ამ სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, ქვილითაიას საერთოდ არ ათამაშებენ, ფაქტობრივად მხოლოდ რუსეთის და კვიპროსის ჩემპიონატი მიმდინარეობს და ეს მოედანზეც ჩანს.  თავდამსხმელი ჩვენი პრობლემაა და ეს პრობლემა ახლა არ გაჩენილა. ეს მას მერე ხდება, რაც გუნდში მოვედი. კაჭარავამ პირველ შეხვედრაში კარგად ითამაშა, თუმცა მანაც და ქვილითაიამ უფრო მეტი უნდა იშრომონ რომ საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ, ის თამაში, რომელსაც ისინი ახლა აჩვენებენ საკმარისი არ არის. ცენტრ-ფორვარდების გამო კმაყოფილებას ვერ გამოვხატავ. ბუდუ ზივზივაძეს ვაკვირდები, მე ახალ გუნდში მის თამაშს ვუყურე და შემიძლია ვთქვა, რომ მან ისევე ითამაშა, როგორც ქვილითაიამ დღეს.  ნიკა მალიმ საწყისი 25-30 წუთი წუთი კარგად ჩაატარა, მაგრამ შემდეგ შეცდომა დაუშვა. არაუშავრს, ის კარგი ბიჭია, ახალგაზრდა, ყველაფერი წინ აქვს და მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. შესაძლოა, მე შეცდომა დავუშვი, რადგან ცოტა ნაადრევად ვენდე. მალის შეცდომა ძალიან ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ ამით მისი სანაკრებო კარიერა არ დასრულებულა, მას ყველაფერი წინ აქვს. მალის გარდა დღეს კიდევ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელებით ვითამაშეთ, მათ ფეხბურთში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვთ სასწავლი. ფეხბურთი შეცდომის გარეშე ფეხბურთი არ არის. ერთი შეცდომის გამო დავისაჯეთ, მეტოქემაც ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ 1 გოლის გატანა მოვახერხეთ.  ფრე კატასტროფა არ არის. საერთო ჯამში პლეი-ოფის წინ ეს კარგი შეხვედრა იყო. ახლა სწორედ ბელარუსთან მატჩზე უდნა ვკონცენტრირდეთ", - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები