Belive

ვლადიმირ ვაისმა ახალ გუნდში პირველივე მატჩში ტიტული მოიგო

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, ბრატისლავის "სლოვანში" დაბრუნების შემდეგ ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში გამარჯვება და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 56 წლის სპეციალისტისთვის სადებიუტო გუნდში დედაქალაქელებმა "ზლატე-მორავცე" - 4:0 გაანადგურა, 31 ტურის შემდეგ საჩემპიონო ჯგუფში 68 ქულა დააგროვა და მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა. ამრიგად, სლოვაკეთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ და ისტორიაში მეთხუთმეტედ იზეიმა. ეს ყველაფერი "სლოვანმა" გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოახერხა, იქამდე კი ვაისს კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი ექნება - "ჯვაროსნების" ყოფილი თავკაცისთვის მეორე შეხვედრაში "სლოვანი" თასის ფინალს გამართავს და 19 მაისს "ჟილინას" დაუპირისპირდება.

ვლადიმირ ვაისი "სლოვანში" მიმდინარე წლის 11 მაისს დაინიშნა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებს 2016 წლის მარტიდან 2020 წლის ნოემბრამდე უხელმძღვანელა და ამ პერიოდში, “ჯვაროსნებმა” 47 მატჩი გამართეს, 16 მოიგეს, ამდენივეში დამარცხდნენ და 5 ფრედ დაასრულეს. სლოვაკი სპეციალისტის თაოსნობით ეროვნულმა გუნდმა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალამდე გააღწია, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან (0:1) დამარცხდა.~ ასევე იხილეთ: ვლადიმირ ვაისი საქმეს უბრუნდება – სლოვაკი მწვრთნელი ყოფილ კლუბს ჩაიბარებს 

სხვა სტატიები