Belive

ვლადიმირ ვაისმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "ერთა ლიგის" მორიგი ტურის მატჩებისთვის ემზადება. 13 ოქტომბერს "დინამო ერანაზე" ვლადიმირ ვაისის მომზადებული გუნდი ანდორას დაუპირისპირდება, ხოლო 16 ოქტომბერს სტუმრად რიგაში, ლატვიის წინააღმდეგ ითამაშებს. ეროვნული ნაკრები ამ შეხვედრებისთვის მზადებას დღეიდან შეუდგა. ვლადიმირ ვაისმა გაფართოებული, 24 კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა. გუნდს ორი ფეხბურთელი, ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი ტრავმების გამო გამოაკლდა. შემადგენლობა ასე გამოიყურება: მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი) მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი) ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე –ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი) თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი)

სხვა სტატიები