Belive

ვლაჰოვიჩი: ,,ჩვენ იუვენტუსი ვართ და ქულების დაკლების არ გვეშინია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,იუვენტუსის'' თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი, სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ტურინულ გუნდს 15 ქულა მოაკლეს:

,,რამდენიმე ქულის დაკლების არ გვეშინია! არ გვეშინია ჩვენი მეტოქეების, რადგან, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ დავეცით, უფრო ძლიერები ვხდებით.

ჩვენ იუვენტუსი ვართ!'' - წერს სერბი სოციალურ ქსელში.

გუშინ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ქულების დაკლების გამო, ტურინული კლუბი 22 ქულით სერია A-ს მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა. ,,ბებერ ქალბატონებს” აღნიშნული გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლება აქვთ.

სხვა სტატიები