Belive

ვოლენდამი ლეო მესის კონტრაქტს სთავაზობს | მიზეზები, რატომაც მესი ნიდერლანდებში უნდა გადავიდეს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

1 ივლისს, ლიონელ მესის “ბარსელონასთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა. ჯერჯერობით, არგენტინელმა კლუბთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. მას შემდეგ, რაც მარტში, ბარსელონას პრეზიდენტად ჟოან ლაპორტა დაბრუნდა, მისი პირველი მიზანი მესისთვის ახალი შეთანხმების მიღწევა იყო, მაგრამ კატალონიური კლუბის ყველა დროის რეკორდსმენთან შეთანხმება, როგორც აღვნიშნეთ, ამ ეტაპამდე არ შედგა. ნიდერლანურმა კლუბმა, "ვოლდენდამმა", არსებული სიტუაციით ისარგებლა და სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მესის კონტრაქტი შესთავაზა. პოსტში ვკითხულობთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა გადავიდეს არგენტინელი ვარსკვლავი "ვოლენდამში".

  • "ჩვენ ვატარებთ იოჰან კრუიფის ფილოსოფიას"
  • "შესაძლებლობა გაქვს ითამაშო ევროპის საუკეთესო გოლეადორთან  (ბომბარდირთან)"
  • "ჩვენთან უგემრიელესი თევზია"
  • "ჩვენ გვაქვს მთელს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ნარინჯისფერი მაისური"
 

სხვა სტატიები