Belive

ვოლკოვი: "რთულია, რომ სიტყვებით გადმოსცე ეს ემოცია"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წელი გამარჯვებით დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთს დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით - 1:0 დასრულდა. თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა ერთადერთი და სადებიუტო გოლის ავტორმა, დავით ვოლკოვმა.
"ყველას ვულოცავ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს და ყველანაირად ვცდილობდი ჩემი შანსი გამომეყენებინა. ძალიან გამიხარდა, სასტარტო შემადგენლობაში დაწყება. რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილ გოლს ახლავს თან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიპოვა გამარჯვება. წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს. მიხარია, რომ წელი დადებითად დავასრულეთ."

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები