ვოლფსბურგი გერმანიის თასიდან მოკვეთეს

რეგლამენტის დარღვევის გამო, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო კლუბი “ვოლფსბურგი” გერმანიის თასიდან მოკვეთა. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის თასზე (DFB-Pokal) “ვოლფსბურგის” მთავარმა მწვრთნელმა დასაშვებზე მეტი რაოდენობის ცვლილება განახორციელა.

გერმანიის თასის პირველი ეტაპის შეხვედრაში, “ვოლსფბურგმა” რეგიონალლიგის ბინადარი “მიუნსტერი” 3:1 დაამარცხა, თუმცა მარკ ვან ბომელმა 6 ცვლილება გამოიყენა, რაც რეგლამენტით აკრძალულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამარჯვებულად “მიუნსტერი” დასახელდა.

“იმედგაცრუებული ვარ. ვიმედოვნებდით, რომ სადისციპლინო კომისია სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა. მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და მის გასაჩივრებას შევეცდებით”, – აღნიშნა ტიმ შუმახერმა.

ვოლფსბურგი გერმანიის თასიდან მოკვეთეს

სტატიის ავტორი
-