Belive

,,ვთამაშობდით ჩემპიონთა ლიგისა და თასის ფინალებში და ეს ჩვენთვის ამხანაგურ მატჩებს ჰგავდა'' - გვარდიოლა ბარსელონაზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, კატალონიის ,,ბარსელონაში'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პერიოდი გაიხსენა:
,,ჩვენ გუნდში ნამდვილი მხეცები თამაშობდნენ, რომლებიც კონკურენციისთვის ყოველთვის მზად იყვნენ. მე მათგან ბევრი ვისწავლე. მუშაობა მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელთან მომიწია, რომელმაც ,,ათიანი'' 23 წლის ასაკში, გუნდიდან რონალდინიოს წასვლის შემდეგ მიიღო. ასევე, კლუბში იყო 7-8 მოთამაშე აკადემიიდან და არაერთი ძლიერი უცხოელი. ვთამაშობდით ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თასების ფინალში და ეს ჩვენთვის ამხანაგურ მატჩებს ჰგავდა. პუიოლი, დანი ალვეში, აბიდალი... ისინი მეგობრები იყვნენ და საკუთარი როლი ყველამ იცოდა. ყველა ხვდებოდა, რომ მესი საუკეთესო იყო. აცნობიერებდნენ, რომ თუ ვინმე ვერ თამაშობდა, ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ სხვა მასზე უკეთესი იყო. ჩემპიონთა ლიგა აკადემიის 8 ფეხბურთელთან ერთად მოვიგეთ, ყველანი ერთ სტილში თამაშობდნენ და ეს იოჰან კრუიფის დამსახურება იყო,'' - განაცხადა გვარდიოლამ.
გვარდიოლა ,,ბარსელონას'' მთავარ მწვრთნელად 2008-2012 წლებში მუშაობდა. პეპმა კატალონიურ გუნდთან ერთად ლა ლიგა (3-ჯერ), ესპანეთის თასი (2-ჯერ), ესპანეთის სუპერთასი (3-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა (2-ჯერ), ევროპის სუპერთასი (2-ჯერ) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2-ჯერ) მოიგო.

სხვა სტატიები