Belive

ვულვზის ფანებმა ლივერპულის გულშემატკივრები დატროლეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, "ვულვზის" ფანებმა "ლივერპულის" გულშემატკივრები დატროლეს. "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულს" შორის გამართული საჩემპიონო რბოლა პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურამდე გაგრძელდა და საბოლოოდ პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდის სასარგებლოდ დასრულდა. "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, "ვულვზის" ფანებმა "ენფილდზე" "ლივერპულის" გულშემატკივრები დატროლეს. შეხვედრის მსვლელობისას, "ვულვზის" გულშემატკივრებმა არაერთხელ დაიწყეს "ბრაიტონის" გოლის ცრუ აღნიშვნა, რათა "ლივერპულის" ფანები აეყოლიებინათ და მათთვის ჩემპიონობის ილუზია შეექმნათ.
 

სხვა სტატიები