Belive

ვულვზმა ადამა ტრაორეს საბოლოო ფასი დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ვულვერჰემპტონის" ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ადამა ტრაორე, ბოლო პერიოდში ევროპული გუნდების რადარზე გამოჩნდა, მისით განსაკუთრებულად "ბაიერნი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებულნი. "ბაიერნისა" და ტრაორეს ინტერესების თანხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი თუ ჰანს ფლიკი გუნდში დარჩებოდა, ამ უკანასკნელმა კი რამდენიმე დღის წინ გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა, რაც ტრაორეს ტრანსფერს რეალურს ხდის. რაც შეეხებათ "მერსისაიდელებს" მათ ასევე დიდი ინტერესი აქვთ ზემოთხსენებული ფეხბურთელის გადმობირებისა, როგორც კლუბში აცხადებენ მთავარი "პრობლემა" ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაა. აღსანიშნავია, რომ უცხოურ მედიაში ტრაორეს ტრანსფერს "ლივერპულთან" უფრო აკავშირებენ ვიდრე სხვა დანარჩენ მისით დაინტერესებულ კლუბებთან.
აქამდე ცნობილი იყო, რომ "ვულვზი" ფეხბურთელს 100 მილიონ ევროს აფასებდა, თუმცა გუნდების მხრიდან ტრაორეს მიმართ ინტერესი იმდენად რეალურია, რომ "მგლებმა" საბოლოო ფასად 86 მილიონი ამერიკული დოლარი დაასახელეს. “ვულვერჰემპტონის” 24 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში, რომელიც კორონავირუსის გამო შეჩერებულია, მინდორზე 43-ჯერ გამოჩნდა, მან 6 გოლისა და 10 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები