Belive

ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია!

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ხვიჩა კვარაცხელია, გურამ კაშია და გიორგი ლორია იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციული დაჯილდოებაზე 2021 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები, საუკეთესოდ კი ყაზანის „რუბინის“ 20 წლის თავდამსხმელი აღიარეს. საქართველოს ნაკრების მიერ 2021 წელს გატანილი 6 გოლიდან 4 ყაზანის „რუბინის“ ქართველი ლეგიონერის ანგარიშზეა. ხვიჩა გამოირჩეოდა ეროვნულ გუნდში და მისი აღიარება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ანალიზისა და სტატისტიკის ვებ გვერდმა WhoScored-მა მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის B ჯგუფი (სადაც საქართველოს ნაკრები გამოდიოდა) შეაფასა და ჯგუფის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ჩვენი ნაკრებიდან ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, რომელმაც შესარჩევში 4 გოლი გაიტანა (სულ ნაკრების ანგარიშზე 6 გოლია). WhoScored-მა შესარჩევში ხვიჩას თამაშს 7.5 დაუწერა. აღსანიშნავია, რომ 20 წლის თავდამსხმელი საქართველოს წლის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ აღიარეს და გახდა მე-7 მოთამაშე, რომელმაც ეს პრიზი მეორედ მიიღო. აქამდე ეს მოახერხეს ალექსანდრე იაშვილმა (2004, 2008), ლევან კობიაშვილმა (2000, 2005), თემურ ქეცბაიამ (1990, 1997), გიორგი ქინქლაძემ (1993, 1996), გურამ კაშიამ (2012, 2013) და საბა კვირკველიამ (2014, 2017). ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში გამარჯვებულის პრიზი მოიპოვა კახა კალაძემ (2001, 2002, 2003, 2006, 2011), ხოლო სამჯერ – შოთა არველაძემ (1994, 1998, 2007) 2021 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშე – ხვიჩა კვარაცხელია (ყაზანის რუბინი, რუსეთი) ნომინანტები – ხვიჩა კვარაცხელია (ყაზანის რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (სლოვანი ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი) გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა და სპორტული მედიის წარმომადგენლებმა.

წყარო: 1TV

სხვა სტატიები