Belive

XXI საუკუნეში პირველად, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ესპანეთიდან მხოლოდ ერთი გუნდი იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი სათამაშო დღე დასრულდა და ბევრი რამ გაირკვა. პლეი-ოფის მონაწილეებთან ერთად, ცნობილი გახდა იმ გუნდების ვინაობაც, რომლებიც საუკეთესო ევროპულ ტურნირს გამოეთიშნენ.

დღეს ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ფაქტი დაფიქსირდა. 21-ე საუკენეში პირველად ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მხოლოდ ერთი ესპანური გუნდი ითამაშებს. ლა ლიგიდან "ატლეტიკოსთან", "ბარსელონსათან" და "სევილიასთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგაზე "რეალიც" ასპარეზობდა. ესპანური გუნდებიდან ჯგუფური ეტაპის დაძლევა მხოლოდ ამ უკანასკნელმა შეძლო.

მომავალ კვირას ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტური გაიმართება და საბოლოოდ გაირკვევა ყველაფერი. პირველი ორი შეხვედრა 21:45 საათზე, ხოლო დანარჩენი მატჩები, თბილისის დროით, 00:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები