Belive

ზალცბურგმა დაადასტურა: ავსტრიელები დორტმუნდთან და ლაიპციგთან მოლაპარაკებას აწარმოებენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ზალცბურგის" ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ  19 წლის ნორვეგიელი ტალანტის, ერლინგ ჰოლანდის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით გუნდი ბუნდესლიგის ორ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა თავდამსხმელის გადაბირებით "დორტმუნდი" და "ლაიპციგი" ინტერესდება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ავსტრიელთა სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროინდმა ისაუბრა: "ჩვენ ყველანი დისკუსიაში ვმონაწილეობთ. ცხადია, ვიცით, რომ ჰოლანდი დორტმუნდში და ლაიპციგში იმყოფებოდა. "ზალცბურგში" ერლინგისთვის ყველას საუკეთესო უნდა," - განაცხადა კრისტოფ ფროინდმა. 19 წლის ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში  საფეხბურთო გიგანტების ყურადღება მიიპყრო. "ზალცბურგის" შემტევმა სადებიუტო ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი გაიტანა, ჯამში კი, ავსტრიელთა მაისურით, მეტოქის კარი 22-ჯერ აიღო.

სხვა სტატიები