Belive

ზამთრის თასი 2020 განახლებული ფორმატით ჩატარდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ტრადიციული ტურნირი "ზამთრის თასი" განახლებული ფორმატითა და ადგილმდებარეობით ჩატარდება. 2020 წლის გათამაშება 18-19 იანვარს, ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. ტურნირის ფარგლებში შედგება როგორც 15-წლამდე ფეხბურთელთა, ისე ლეგენდათა ტურნირი. ლეგენდათა ტურნირზე მონაწილეობას, საქართველოს, ფიფას, უეფას, ესპანეთის, თურქეთისა და უკრაინის ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ. იგივე გუნდებმა წინა წლის ზამთრის თასზეც ითამაშეს, შემადგენლობები ჯერჯერობით უცნობია. გუნდები ორ სამგუნდიან ჯგუფში განაწილდებიან: ა ჯგუფი - ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი ბ ჯგუფი - საქართველო, უეფა, ფიფა კალენდარი ასეთია:
ლეგენდათა ტურნირი უკვე მეოთხე წელია იმართება, პირველი ორი გათამაშება საქართველომ, წინა წელს კი თურქეთმა მოიგო.

სხვა სტატიები