Belive

ზაფხულის პირველი ტრანსფერი | ბარსელონასა და მანჩესტერ სიტის შორის გარიგება შედგა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მცველი - ერიკ გარსია, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიური გრანდის მაისურს მოირგებს. Goal.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერიკ გარსიას ტრანსფერის შესახებ, "ბარსელონა" ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გაავრცელებს. მიმდინარე წლის ივნისში, გარსიას "მანჩესტერ სიტისთან" მოქმედი კონტრაქტი ეწურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მცველი "ბლაუგრანას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. 20-წლის გარსია "ლა მასიას" აკადემიის აღზრდილია. 2017 წელს, გარსია "მანჩესტერ სიტის" შეუერთდა, თუმცა სათამაშო დროის სიმცირის გამო, კვლავ მშობლიურ კლუბს უბრუნდება. წყაროს მტკიცებით, "ბარსელონა" გარსიას ოფიციალურ წარდგენას ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გეგმავს.  

სხვა სტატიები