Belive

ზაფხულში რეალი მბაპესა და ჰოლანდის გაფორმებას აპირებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ,,რეალის'' მიზანი კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის გაფორმება იქნება. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი ,,სამეფო გუნდს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ნორვეგიელისთვის ბრძოლაში კი მადრიდულ გრანდს არაერთი კონკურენტი ეყოლება, მათ შორის ,,ბარსელონა'', ,,მანჩესტერ სიტი'', ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' და ,,პარი სენ ჟერმენი'' არიან. რამდენიმე დღის წინ, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ ჰოლანდმა, რომელიც მარბელაში (ქალაქი ესპანეთში) ისვენებს, მომავალი კლუბის შესახებ გულშემატკივრის მიერ დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა: ,,აქ ვითამაშებ, ესპანეთში!'' ზაფხულში ,,რეალთან'' კონტრაქტი ისკოს, ბეილს, მოდრიჩსა და მარსელოს ეწურებათ, ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდისგან დიდ ანაზღაურებას იღებენ. შესაბამისად, გუნდში სახელფასო ჭერი მნიშვნელოვნად გათავისუფლდება. მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,ბორუსიას” მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 19 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. თავდამსხმელს გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. რაც შეეხება მბაპეს, კილიანმა ,,პსჟ-ის'' შემადგენლობაში გამართულ 24 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 15 ასისტი მიითვალა.


სხვა სტატიები