Belive

ზაფხულში, რუბინმა კვარაცხელია 15 მილიონად არ გაყიდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წამყვანი რუსული საფეხბურთო გამოცემა Championat.com-ის ინფორმაციით, 2020 წლის ზაფხულში, ყაზანის "რუბინს" საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას თურქულ კლუბში გაყიდვა შეეძლო. რუსული პრესის ცნობით, სტამბულური "გალათასარაი" კვარაცხელიას სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიამანოვმა მის გაყიდვაზე უარი განაცხადა. ბოლოს გავრცელებული ცნობით, ხვიჩას შეძენა გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ დორტმუნდის "ბორუსიას" სურს. ამ სეზონში კვარაცხელიამ საკლუბო და სანაკრებო დონეზე 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები