Belive

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობა მიიღო

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
31 წლის თავდამსხმელმა, ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი ოფიციალურად მიიღო. წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც თავისი პროფესიონალური კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ ბალტიისპირულ ქვეყანაში აქვს გატარებული, ესტონეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა ოფიციალურად, ესტონეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრის წინ, მიიღო. აღნიშნულ შეხვედრაში,  "ლევადიამ" "კალიუ" - 4:1 დაამარცხა, ბეგლარიშვილი კი თამაშში 65-ე წუთზე შევიდა. უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ლევადიამ" გიბრალტარის წარმომადგენელი "სენტ ჟოზეფი" ორი მატჩის ჯამში - 4:1 დაამარცხა, ესტონელთაგან გატანილი 2 გოლის ავტორი კი სწორედ ბეგლარიშვილი გახდა. მიმდინარე სეზონში, ზაქარია ბეგლარიშვილის აქტივში ყველა ტურნირზე გატანილი 16 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა, იგი 14 გოლით ესტონეთის მიესტერლიგის საუკეთესო ბომბარდირია. ბეგლარიშვილი, რომელიც თბილისის “ლოკომოტივის”, რუსთავის “მეტალურგის” და ბოლნისის “სიონის”, უნგრული “ჰონვედის“, ფინური “სეინაიოკის” და ტიოვანენის “პალაოილიატის” გარდა, ამსტერდამის “აიაქსის” 19-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაშიც ირიცხებოდა, 2010-2020 წლებში ტალინის “ფლორას” საკუთრება იყო და ამ გუნდთან ერთად  4-ჯერ ესტონეთის ჩემპიონატი, სამ-სამჯერ კი თასი და სუპერთასი მოიგო. მან კლუბის მაისურით 114 გოლი გაიტანა და 2017/18 წლების სეზონში საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, რა დროსაც 32 ბურთი შეაგდო და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სხვა სტატიები