Belive

ზარანდია: "ვირუსის დროს ფეხბურთზე ფიქრი რთულია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ ყაზახური გუნდები ვარჯიშს უბრუნდებიან. "ტობოლი TV" გუნდის ქართველ ფეხბურთელ, ლუკა ზარანდიას ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ "ვარეგემის" საკუთრებაში მყოფი ვინგერი ყაზახეთში იჯარით ცოტა ხნის წინ გადავიდა.
"თოვლი სანამ დადნებოდა, თამაში უფრო რთული იყო. ძალიან ციოდა, ახლა კი უკეთესია. ფანჯრიდან კარგი ხედი მაქვს. დახურულ სივრცეში ასეთ ტურნირზე არასდროს მითამაშია. იქიდან გამომდინარე, რომ გარეთ სიცივე იყო, ასეთ ვითარებაში თამაში მესიამოვნა. ვირუსის დროს ფეხბურთზე ფიქრი ძალიან ძნელია, მაგრამ სეზონის განახლების შემდეგ შევეცდებით, რომ პირველ სამეულში მოვხვდეთ. ტოპ ჩემპიონატებში თამაში ჩემი ოცნებაა. ინგლისი, გერმანია, იტალია - თუ ამ ქვეყნებიდან რომელიმეში გადავალ, ვიტყვი, რომ ჩემი ოცნება ახდა. გარდა ამისა, ძალიან მინდა, რომ საქართველოს ნაკრები ხსენებული ქვეყნების დონეზე ავიდეს. "ტობოლში" გადმოსვლამდე მწვრთნელს ვესაუბრე. მას თითოეული დეტალი გამოვკითხე. გარდა ამისა, დიდი როლი ითამაშა გუნდში მყოფმა ორმა ქართველმა ფეხბურთელმა. ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც გავიგე, რომ მათთან ერთად თამაში მომიწევდა," - თქვა ლუკა ზარანდიამ.

სხვა სტატიები