Belive

ზედიზედ 2-ჯერ - ტორპედო საქართველოს სუპერთასის მფლობელია (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს გორში, საქართველოს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს ეროვნული ლიგის ჩემპიონი "საბურთალო" და დავით ყიფიანის თასის გამარჯვებული "ტორპედო" დაუპირისპირდა. შეხვედრა ქუთაისელთა მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ტიტულის მომტანი გოლი მერაბ გიგაურმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კახაბერ ჩხეტიანის გუნდი საქართველოს სუპერთასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. შეგახსენებთ, რომ "საბურთალო" და "ტორპედო" ზაფხულში ევროტურნირებზე იასპარეზებენ. თბილისური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, ქუთაისური კი - ევროპა ლიგაზე დაიცავს საქართველოს ღირსებას. რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, ჩემპიონატის პირველ ტურში "საბურთალო" შინ ბათუმის "დინამოს" მიიღებს, "ტორპედო" კი ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები