Belive

ზედიზედ მეორედ: ჯაბა კანკავა თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა "ვალენსიენის" მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ლიგა 2-ის ბინადარი კლუბის ნახევარმცველმა ასეთი აღიარება უკვე ზედიზედ მეორედ დაიმსახურა - ის თებერვლის თვეშიც გამოარჩიეს. 35 წლის ფეხბურთელი "ვალენსიენს" 2021 წლის იანვარში შეუერთდა და გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე უკვე 12 შეხვედრის ჩატარება მოახერხა. ჯაბა კანკავას "ვალენსიენთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. კანკავას გუნდი 32 ტურის შემდეგ დაგროვილი 43 ქულით მერვე პოზიციას იკავებს და პლეი-ოფის ზონაში გამსვლელ მეხუთეადგილოსან "პარიზს" 12 ქულით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას "ვალენსიენი" "გენგამის" წინააღმდეგ, 17 აპრილს გამართავს.

სხვა სტატიები