Belive

ზედიზედ მესამედ ძირითადში - მამარდაშვილი ალავესთან იწყებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა "ვალენსიას" ძირითადი შემადგენლობა, რომლითაც გუნდი ლა ლიგის მესამე ტურში "ალავესს" უმასპინძლებს. სასიხარულოა რომ "ღამურების" კარს კვლავ 20 წლის ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ამ ფაქტს ორმაგ მნიშვნელობას ის ფაქტი სძენს რომ რამდენიმე დღის წინ გუნდი ძირითადი გოლკიპერი, იასპერ სილესენი გამოჯანმრთელდა, თუმცა მთავარი მწვრთნელი ბორდალასი ამ ეტაპზე გიორგის უფრო ენდობა. "ვალენსია" 2 მატჩიდან 4 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს. მატჩი თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება და გულშემატკივარი მას სილქ უნივერსალის პირდაპირ ეთერში იხილავს

სხვა სტატიები