Belive

ზედიზედ მესამედ - ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ირანი არის პირველი ნაკრები, რომელმაც აზიიდან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დრაგან სკოჩიჩის გაწვრთნილმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის მე-7 ტურის მატჩში ერაყი მეჰდი ტარემის ერთადერთი გოლით, 1:0 დაამარცხა. 7 თამაშში მოპოვებული 19 ქულით ირანი ზედიზედ მესამე მუნდიალზე ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ირანი თავის ჯგუფში სამხრეთ კორეას 2 ქულით უსწრებს, ხოლო მე-3 ადგილზე მყოფ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს - 10-ით.

ყველა ნაკრები, რომლებმაც ყატარში თამაშის უფლება უკვე მოიპოვეს: