Belive

ზედიზედ მესამედ - ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონია!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა დონეცკის "შახტართან" ერთად უკრაინის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. უკრაინის 12-გზის ჩემპიონმა მეცამეტე ტიტული დრამატულ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ მოიგო. "ოლექსანდრიასთან" დაპირისპირებისას, "მეშახტეებმა" ბოლო 30 წუთში, ტეტეს დუბლით თამაშის სცენარი სათავისოდ შემოატრიალეს და - 3:2 იმარჯვეს. 27 წლის ცენტრალური მცველი მინდორზე 85-ე წუთზე გამოვიდა, მაშინ როცა ანგარიში უკვე თავისი გუნდის სასარგებლოდ იყო და "შახტარს" გამარჯვების ბოლომდე მიყვანაში დაეხმარა. ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინულ გრანდში უკვე მეხუთე ტიტული მოიგო, მის ყულაბაში ორი უკრაინის თასიცაა. "შახტარს", რომელიც ჩემპიონი 5 ტურით ადრე გახდა, შემდეგი მატჩი 27 ივნისს, ლუგანსკის "ზორიას" წინააღმდეგ ელის.

სხვა სტატიები