Belive

ზედიზედ მესამედ - კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მესამე თვეა ყაზანის "რუბინის" საუკეთესო ფეხბურთელი ხდება. 19 წლის ტალანტი რუსული კლუბის გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად აირჩიეს. ხვიჩა საუკეთესოდ "რუბინის" ქომაგთა 42%-მა მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ფანების რჩეული მიმდინარე სეზონის სამივე თვეში: აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში გახდა. კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე 13 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში ორ გოლთან ერთად, 5 საგოლე გადაცემაა.  

სხვა სტატიები