Belive

ზედიზედ მესამედ - კვიპროსში ქეცბაია დააჯარიმეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა კიდევ ერთხელ დააჯარიმა. "ანორთოსისის" ქართველი მწვრთნელს 8000 ათასი ევროს გადახდა იმის გამო მოუწევს, რომ გასული 2 ტურის მატჩების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს მან არ უპასუხა. ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს. ქეცბაია წელს უკვე მესამედ დაჯარიმდა - ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე მხოლოდ 2 სიტყვა - "კომენტარის გარეშე" თქვა, შემდგომ კი დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა - "ყველაფერი კარგადაა". საერთო ჯამში, 3 ჯარიმის შემდეგ, ქეცბაიას 16 000 ევროს გადახდა მოუწევს.

სხვა სტატიები