Belive

კლარენს ზეედორფი და ფლორენ მალუდა ბათუმში იმყოფებიან

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი ფეხბურთელები, კლარენს ზეედორფი და ფლორენ მალუდა ბათუმში იმყოფებიან. მათი ვიზიტი აჭარის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას უკავშირდება. ცნობილია, რომ ბათუმში ვეტერანი რუსი ფეხბურთელები, დმიტრი ბულიკინი და დმიტრი სიჩოვიც ჩავიდნენ. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, 3 ოქტომბერს ბათუმში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართება. ბათუმშია კლარენს ზეედორფის ყოფილი თანაგუნდელი, კახა კალაძეც - თბილისის მერმა ცნობილ ფეხბურთელებთან გადაღებული ფოტო Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

 
View this post on Instagram
 

🙌

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

სხვა სტატიები